Tuesday, October 12, 2010

მათეს სახარება - თავი 3

1. მათ დღეთა შინა მოვიდა იოანე ნათლის - მცემელი ქადაგებად უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა.
2. და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი.
3. რამეთუ ესე არს, რომელ - იგი თქმულ არს ესაია წინაისწარმეტყველისა მიერ და იტყვის: ხმაი ღაღადებისაი უდაბნოსა ზედა: განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.
4. ხოლო თავადსა იოანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაი წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური.
5. მაშინ განვიდოდა მისა იერუსალემი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაი.
6. და ნეთელ - იღებდეს იორდანესა შინა მისგან და აღუარებდეს ცოდვათა მათთა.
7. და ვითარცა იხილნა მრავალნი ფარისეველნი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის - ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაი მერმისა მისგან რისხვისა?
8. ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაი;
9. და ნუ ჰგონებთ და იტყვით თავით თვისით: მამაი გვივის ჩუენ აბრაჰამი; რამეთუ გეტყვი თქუენ, ვითარმედ შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა.
10. რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
11. მე უკუე ნათელ - გცემ თქუენ წყლითა სინანულად; ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ხამლთა მისთა ტვირთვად. მან ნათელ - გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.
12. რომლისაი ნიჩაბი ხელთა მისთა, განწმიდოს კალოი თვიისი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეხლითა მით უშრეტითა.
13. მაშინ მოვიდა იესო გალილეაით იორდანედ იოანესა ნათლის - ღებად მისგან;
14. ხოლო იოანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიხმს შენ მიერ ნათლის -ღებაი, და შენ ჩემდა მოხუალა?
15. მიუგო იესო და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. მაშინა მიუშუა მას.
16. და ნეთელ - იღო ისო, და მეყსეულად აღმოვიდა რაი წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაი, გარდამომავალი ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა.
17. და ხმაი იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო - ვიყავ.

No comments:

Post a Comment