Tuesday, October 12, 2010

მათეს სახარება - თავი 1

1. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.
2. აბრაჰამ შვა ისააკ; ისააკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი;
3. ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისაგან; ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ;
4. არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ;
5. სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე;
6. დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაის ცოლისაგან;
7. სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა;
8. ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია;
9. ოზია შვა იოათამ; იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია;
10. ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია;
11. იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილონელთასა.
12. შემდნომდ ტყუეობისა მის ბაბილონისა, იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ;
13. ზორობაბელ შვა აბიუდ; აბიუდ შვა ელიაკიმ; ელიაკიმ შვა აზორ;
14. აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ელიუდ;
15. ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატათან; მატათან შვა იაკობ;
16. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესო, რომელსა ჰრქვიან ქრისტე.
17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისთგან ვიდრე დავითისადმე ნათესავი ათოთხმეტ, და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილონისა ნათესავი ათოთხმეტ, და ტყუენვითგან ბაბილონისაით ვიდრე ქრიტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.
18. ხოლო იესო ქრისტე შობაი ესრეთ იყო: რამეთუ თხოვილ იყო დედაი მისი მარიამ იოსებისა და, ვიდრე შერთვადმდე მათა, იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა.
19. ხოლო იოსებ, ქმარი მისი, მართალი იყო, და არა უნდა განმხილებაი მისი, იზრახა ფარულად განტევებაი მისი.
20. და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისაი ჩუენებით გამოუჩნდა მას და ჰრქუა: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელი-იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს.
21. შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი იესო, რამეთუ მან იხსნეს ერი თვიისი ცოდვათა მათთაგან.
22. ესე ყოველი იქმნა, რაითა აღესრულოს სიტყუაი იგი უფლისაი პირითა წინაისწარმეტყუელებისაითა თქმული:
23. აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი.
24. განიღვიძა იოსებ ძილისა მისგან, და ყო ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან, და წარიყვანა ცოლი თვიისი.
25. და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე იგი მისი პირმშოი, და უწოდა სახელი მისი იესო.

No comments:

Post a Comment