1. მათ დღეთა შინა მოვიდა იოანე ნათლის - მცემელი ქადაგებად უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა.
2. და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი.
3. რამეთუ ესე არს, რომელ - იგი თქმულ არს ესაია წინაისწარმეტყველისა მიერ და იტყვის: ხმაი ღაღადებისაი უდაბნოსა ზედა: განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.
4. ხოლო თავადსა იოანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაი წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური.
5. მაშინ განვიდოდა მისა იერუსალემი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაი.
6. და ნეთელ - იღებდეს იორდანესა შინა მისგან და აღუარებდეს ცოდვათა მათთა.
7. და ვითარცა იხილნა მრავალნი ფარისეველნი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის - ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაი მერმისა მისგან რისხვისა?
8. ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაი;
9. და ნუ ჰგონებთ და იტყვით თავით თვისით: მამაი გვივის ჩუენ აბრაჰამი; რამეთუ გეტყვი თქუენ, ვითარმედ შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა.
10. რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
11. მე უკუე ნათელ - გცემ თქუენ წყლითა სინანულად; ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ხამლთა მისთა ტვირთვად. მან ნათელ - გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.
12. რომლისაი ნიჩაბი ხელთა მისთა, განწმიდოს კალოი თვიისი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეხლითა მით უშრეტითა.
13. მაშინ მოვიდა იესო გალილეაით იორდანედ იოანესა ნათლის - ღებად მისგან;
14. ხოლო იოანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიხმს შენ მიერ ნათლის -ღებაი, და შენ ჩემდა მოხუალა?
15. მიუგო იესო და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. მაშინა მიუშუა მას.
16. და ნეთელ - იღო ისო, და მეყსეულად აღმოვიდა რაი წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაი, გარდამომავალი ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა.
17. და ხმაი იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო - ვიყავ.
Tuesday, October 12, 2010
მათეს სახარება - თავი 2
1. ხოლო იესოს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალემდ და იტყოდეს:
2. სად არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაი ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავლით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა.
3. ვითარცა ესმა ეს ჰეროდე მეფესა, შეძრწუნდა და ყოველი იერუსალემი მის თანა.
4. და შეკრიბნა ყოველნი მღდელთ მთავარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიმდა მათგან: სადა უკუე შობად არს ქრისტე?
5. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა; რამეთუ ესრეთ წერილ არს წინაისწარმეტყუელისა მიერ:
6. და შენ, ბეთლემ, ქვექანაი ეგე იუდაისი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაისთა; რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღუარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაელი.
7. მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებისა მის ვარსკულავისაი.
8. და წარავლინნა იგინი ბეთლემდ და ჰრქუა: მივიდით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთვის, და რაჟამს ჰპოვოთ იგი, მითხართ მე, რაითა მეცა მივიდე და თაყუანის - ვცე მას.
9. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. და აჰა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინაუძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმაი იგი.
10. ხოლო მათ. ვითარცა იხილეს ვარსკულავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად.
11. და ვითარცა შევიდეს სახლსა მას, იხილეს ყრმაი იგი მარიამის თანა, დედისა თვისისა, და დავარდეს და თაყუანის - სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შეწირეს მისა ძღუენი: ოქროი, გუნდრუკი და მური.
12. და მოიღეს ბრძანებაი ჩუენებით, რაითა არა მიაქციონ ჰეროდესა, არამედ სხვით გზით წარვიდენ სოფლად თვისა.
13. და ვითარცა განეშორნეს მოგუნი იგი, აჰა ანგელოზი უფლისაი გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაი ეგე და დედაი მაგისი და ივლტოდე ეგვიიპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ; რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრამი ეგე და წარწყმედად ეგე.
14. ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმაი იგი და დედაი მისი ღამე? და წარვიდა ეგვიიპტედ, და იყო მუნ ვიდრე აღსრულებადმდე ჰეროდესა.
15. რაითა აღესრულოს სიტყუაი იგი უფლისაი, თქმული წინაისწარმეტყუელისა მიერ: ეგვიიპტით უწოდი ძესა ჩემსა.
16. მაშინა ვითარცა იხილა ჰეროდე, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად, წარავლინნა და მოსწყვიდა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა, ორით წლითგანი და უდარესი, მსგავსად მისი ჟამისა, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან.
17. მაშინ აღესრულა თქმული იგი იერემია წინაისწარმეტყუელისაი, რომელი იტყვის:
18. ხმაი ჰრამაით ისმა გოდებისაი და ტირილისაი და ტყებისაი მრავალი, რაქელ სტიროდა შვილთა თვისთა და არა უნდა ნუგეშის - ცემის, რამეთუ არა არიან.
19. ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა ანგელოზი უფლისაი გამოეცხადა ჩუენებით იოსებს ეგვიპტეს.
20. და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაი და დედაი მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაიელისა, რამეთუ მოწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა.
21. ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაი იგი და დედაი მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაელისა.
22. და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა თვისისა, შეეშინა მისლვად მუნ და ბრძანებაი მოიღო ჩუენებით და წარვიდა კერძოთა გალილეაისათა.
23. და მივიდა და დაეშენა ქალაქსა შინა, რომელსა ჰრქვიან ნაზერეთ, რაითა აღესრულოს თქმული იგი წინაისწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: ნაზარეველ ეწოდოს

მათეს სახარება - თავი 1
1. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.
2. აბრაჰამ შვა ისააკ; ისააკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი;
3. ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისაგან; ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ;
4. არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ;
5. სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე;
6. დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაის ცოლისაგან;
7. სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა;
8. ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია;
9. ოზია შვა იოათამ; იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია;
10. ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია;
11. იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილონელთასა.
12. შემდნომდ ტყუეობისა მის ბაბილონისა, იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ;
13. ზორობაბელ შვა აბიუდ; აბიუდ შვა ელიაკიმ; ელიაკიმ შვა აზორ;
14. აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ელიუდ;
15. ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატათან; მატათან შვა იაკობ;
16. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესო, რომელსა ჰრქვიან ქრისტე.
17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისთგან ვიდრე დავითისადმე ნათესავი ათოთხმეტ, და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილონისა ნათესავი ათოთხმეტ, და ტყუენვითგან ბაბილონისაით ვიდრე ქრიტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.
18. ხოლო იესო ქრისტე შობაი ესრეთ იყო: რამეთუ თხოვილ იყო დედაი მისი მარიამ იოსებისა და, ვიდრე შერთვადმდე მათა, იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა.
19. ხოლო იოსებ, ქმარი მისი, მართალი იყო, და არა უნდა განმხილებაი მისი, იზრახა ფარულად განტევებაი მისი.
20. და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისაი ჩუენებით გამოუჩნდა მას და ჰრქუა: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელი-იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს.
21. შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი იესო, რამეთუ მან იხსნეს ერი თვიისი ცოდვათა მათთაგან.
22. ესე ყოველი იქმნა, რაითა აღესრულოს სიტყუაი იგი უფლისაი პირითა წინაისწარმეტყუელებისაითა თქმული:
23. აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი.
24. განიღვიძა იოსებ ძილისა მისგან, და ყო ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან, და წარიყვანა ცოლი თვიისი.
25. და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე იგი მისი პირმშოი, და უწოდა სახელი მისი იესო.

ცხრა ნეტარება
1. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
2. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ.
3. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.
4. ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ.
5. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
6. ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.
7. ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ.
8. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
9. ნეტარ იყუნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის; გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ-არს ცათა შინა.

რატომ ვიწერთ პირჯვარს?
პირჯვრის გადასახვით ჩვენ აშკარად ვაღიარებთ რწმენას ჯვარცმული უფლისადმი, ვადიდებთ მას ჩვენი სხეულით (1 კორ. 6, 20) მოციქულთა დროსაც რომ არსებობდა წეს-ჩვეულება ლოცვის დროს ხელების გამოყენებისა, რწმენის გამოხატვის საშუალებად, მოწმობს პავლე მოციქული: „მსურს რომ ყველგან ილოცონ, და აღაპყრან სუფთა ხელები რისხვისა და ეჭვის გარეშე“ (1 ტიმ. 2, 8) ფსალმუნშიც წერია: „ხელთა აღპყრობა – შესაწირავად მწუხრის ჟამისა“ (ფს. 140, 2).
ჩვენი შესაწირავი – ქრისტეა, რომელიც ჯვარს ეცვა ჩვენთვის (1 კორ. 5, 7; ებრ. 9, 28), ე.ი. როდესაც აღვაპყრობთ ხელებს ჯვრის გამოსახვისას, გამოვხატავთ რწმენას ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტეს მიმართ. ძველი ქრისტიანები ლოცვის დროს მარჯვენა ხელით გადაისახავენ ხოლმე ჯვარს. ამაზე მოწმობს წმ. იუსტინე წამებული (165 წ.) „ქრისტიანები უნდა ლოცულობდნენ სახით აღმოსავლეთისაკენ, ხოლო ჯვარი უნდა გადასახონ მარჯვენა ხელით, და არა მარცხენათი, რათა უკეთ აღავლინონ ლოცვა ღმრთისადმი“.
ტერტულიანე, რომელიც გარდაიცვალა 220 წელს, წერს: „მოციქულთა სწავლების თანახმად, ყოველი კეთილი საქმის დაწყებისას და დამთავრებისას, ყოველი გასვლისა და შემოსვლის დროს, ჩაცმისას, ბანაობისას, მაგიდასთან, კანდელთან, საწოლთან, სავარძელთან მისვლისას, მოკლედ, ყოველთვის ჩვენ უნდა ვიცავდეთ თავს ჯვრის გადასახვით. ამით ისინი შთააგონებენ თავის მოწაფეებს, ხოლო მათი მეშვეობით – ყველა მორწმუნეს, რათა სარწმუნოების აღიარების ნიშნად, ჯვრის გადასახვით დაესვათ ბეჭედი სახეზე და მკერდზე“.
მარჯვენა ხელის სამი თითის (ცერა, საჩვენებელი და შუათითი) ერთად დაწყობით ჩვენ ვაღიარებთ წმიდა სამებას, ხოლო დარჩენილი ორი თითის ხელისგულზე დადებით – იესო ქრისტეს ორბუნებოვნებას – კაცობრივს და ღვთიურს. პირჯვრის გადაწერისას ხელს მივიტანთ პირველად შუბლზე, მეორედ მუცელზე, მესამედ მარჯვენა მხარზე, მეოთხედ კი - მარცხენაზე, ამით გამოისახება ჯვარი, რომელზეც ეცვა ჩვენთვის უფალი იესო ქრისტე. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ პირჯვრის გადაწერისას ჯვრის ქვედა ბოლო ზედაზე მოკლე არ გამოვიდეს, რომ ამობრუნებული ჯვარი არ გამოვისახოთ,
და რაც მთავარია, ჯვრის გადასახვისას, სიტყვებით: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“, ჩვენ ვაკურთხევთ ყოველს ჩვენს კეთილ საქმეს და ვიცავთ თავს ბოროტისაგან.

მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით.
მე ვარ ნათელი, თქვენ კი ვერ მხედავთ.
მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ.
მე ვარ ერთგული მეგობარი, თქვენ კი არ გიყვარვართ.
მე ვარ უფალი თქვენი, თქვენ კი არ მემორჩილებით.
მე ვარ ღმერთი თქვენი, თქვენ კი არ ლოცულობთ ჩემდამი.
და თუ თქვენ არა ხართ ბედნიერი, ნუ დამადანაშაულებთ მე!
Subscribe to:
Posts (Atom)