1. ხოლო იესოს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალემდ და იტყოდეს:
2. სად არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაი ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავლით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა.
3. ვითარცა ესმა ეს ჰეროდე მეფესა, შეძრწუნდა და ყოველი იერუსალემი მის თანა.
4. და შეკრიბნა ყოველნი მღდელთ მთავარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიმდა მათგან: სადა უკუე შობად არს ქრისტე?
5. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა; რამეთუ ესრეთ წერილ არს წინაისწარმეტყუელისა მიერ:
6. და შენ, ბეთლემ, ქვექანაი ეგე იუდაისი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაისთა; რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღუარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაელი.
7. მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებისა მის ვარსკულავისაი.
8. და წარავლინნა იგინი ბეთლემდ და ჰრქუა: მივიდით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთვის, და რაჟამს ჰპოვოთ იგი, მითხართ მე, რაითა მეცა მივიდე და თაყუანის - ვცე მას.
9. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. და აჰა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინაუძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმაი იგი.
10. ხოლო მათ. ვითარცა იხილეს ვარსკულავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად.
11. და ვითარცა შევიდეს სახლსა მას, იხილეს ყრმაი იგი მარიამის თანა, დედისა თვისისა, და დავარდეს და თაყუანის - სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შეწირეს მისა ძღუენი: ოქროი, გუნდრუკი და მური.
12. და მოიღეს ბრძანებაი ჩუენებით, რაითა არა მიაქციონ ჰეროდესა, არამედ სხვით გზით წარვიდენ სოფლად თვისა.
13. და ვითარცა განეშორნეს მოგუნი იგი, აჰა ანგელოზი უფლისაი გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაი ეგე და დედაი მაგისი და ივლტოდე ეგვიიპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ; რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრამი ეგე და წარწყმედად ეგე.
14. ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმაი იგი და დედაი მისი ღამე? და წარვიდა ეგვიიპტედ, და იყო მუნ ვიდრე აღსრულებადმდე ჰეროდესა.
15. რაითა აღესრულოს სიტყუაი იგი უფლისაი, თქმული წინაისწარმეტყუელისა მიერ: ეგვიიპტით უწოდი ძესა ჩემსა.
16. მაშინა ვითარცა იხილა ჰეროდე, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად, წარავლინნა და მოსწყვიდა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა, ორით წლითგანი და უდარესი, მსგავსად მისი ჟამისა, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან.
17. მაშინ აღესრულა თქმული იგი იერემია წინაისწარმეტყუელისაი, რომელი იტყვის:
18. ხმაი ჰრამაით ისმა გოდებისაი და ტირილისაი და ტყებისაი მრავალი, რაქელ სტიროდა შვილთა თვისთა და არა უნდა ნუგეშის - ცემის, რამეთუ არა არიან.
19. ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა ანგელოზი უფლისაი გამოეცხადა ჩუენებით იოსებს ეგვიპტეს.
20. და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაი და დედაი მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაიელისა, რამეთუ მოწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა.
21. ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაი იგი და დედაი მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაელისა.
22. და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა თვისისა, შეეშინა მისლვად მუნ და ბრძანებაი მოიღო ჩუენებით და წარვიდა კერძოთა გალილეაისათა.
23. და მივიდა და დაეშენა ქალაქსა შინა, რომელსა ჰრქვიან ნაზერეთ, რაითა აღესრულოს თქმული იგი წინაისწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: ნაზარეველ ეწოდოს
No comments:
Post a Comment